ვიდეოკონფერენციის ფორმატში სხვადასხვა სექტორის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გვქონდა. განვიხილეთ სიტუაცია ფრონტის ხაზზე, თავდაცვის პოზიციები და წინსვლა ჩვენს შეტევით ოპერაციებში. აქტიურად ვაყალიბებთ, რა უნდა იყოს გათვალისწინებული პარტნიორების თავდაცვით პაკეტებში. ველით სიახლეებსაც. ვგეგმავთ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმის ჩატარებას, ეს იქნება პირველი მასშტაბური ღონისძიება სახელმწიფო დონეზე, მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინული და უცხოური სამხედრო კომპანიები. მთელი მსოფლიო დაინტერესებულია, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული იყოს და კაცობრიობას ჰქონდეს სათანადო არსენალი, ნებისმიერი ტერორისგან დაიცვას თავი.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.