“საქართველოს პარლამენტს დღეს აკონტროლებს არა ქართული პოლიცია, არა ქართული სუს-ი, არამედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლები. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკვე, ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად, ფარსად გადააქცია ის, რომ მაგალითად, სხდომა იმართება დღეს პირველი რესპუბლიკის დარბაზში იმიტომ, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი დღის წესრიგი, მათ შორის, ამ კანონის მიღების გზით არის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს დასავლური განვითარების გზას.[…] ძალადობას აქვს ადგილი იქ სადაც, არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ამის გაჩერებას. ჩვენ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას უახლოეს დღეებში, დღეს გაიმართება დამატებით კონსულტაციები ამ თემაზე, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი ვისაც ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას შემოუერთდება კამპანიას.”
განაცხადა პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.