ვგმობთ ლაჩრულ თავდასხმას სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოზე – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვას “ბარბაროსულს” უწოდებს და მკაცრად გმობს.

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. შეწყდეს რუსული აგრესია”, — წერს ზალკალიანი ტვიტერზე.

მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიაროს დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვის, 17 მოქალაქე კი დაშავდა.