“ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ.” – ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები, ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გვსურს, რომ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გადავცეთ ქართველ ხალხს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა ხელახლა გამოვხატოთ.
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს ირეკლავს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის ცნობები გამოძიებული უნდა იყოს. კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის, უნდა შესწორდეს და რეფორმების აუცილებელი პროცესი უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა განაახლოს.
ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვათ შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზას უკავშირდება”. – წერია განცხადებაში.