”ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში!
საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება – “არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…” და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები და ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს.”
ასე ეხმაურება რუსული კანონის ინიციატორი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ძალადობრივი ჯგუფებისა და პუტინისტების მხრიდან ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასა და დაწვას.