“ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ”- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
”ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება.” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.