“ჩვენ ვწყვეტთ ჯერ კიდევ როგორ ჩატარდება სამიტი. ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. მადრიდში მონაწილეობდა პრემიერი ღარიბაშვილი.
ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს მიმართ და ვიქნებით ერთგულები იმისდა მიუხედავდა, ვინ დაესწრება სამიტს. მინდა, რომ საქართველოს შესაბამის წარმომადგენლობა ჰყავდეს მას შემდეგ რაც მადრიდში მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები.

ჩვენ ასევე მივიღებთ მაღალი დონის კომუნიკეს. ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. მადრიდში დავამტკიცეთ სტრატეგიული კონცეფცია, მაგრამ ეს გახლავთ განსხვავებული დეკლარაცია, პოლიტიკური წონის და რა მიმართულებით გააგრძელებს ნატო მოძრაობას შემდგი რამდენიმე წლის განმავლობაში და ველით, რომ საქართველოც ხელს მოაწერს კომუნიკეს იმ ჩანაწერით, რომელიც შეხება თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”

განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ.