“ველით, რომ EU-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მომავალ კვირას გადმოგვეცემა” – საგარეო

”ჩვენ ველოდებით რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ მომავალ კვირას გადმოგვეცემა.” – ამის შესახებ, განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, ამით ფაქტობრივად ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავა.

“ჩვენ ველოდებით რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ მომავალ კვირას გადმოგვეცემა. კითხვარის მიღებით ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის. საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის.

იცით, რომ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით 1 აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესისი ეფექტიანი კოორდიანაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს, ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი რაც საქართველოს აქვს, მათ შორის რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.

ის რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება”, – აცხადებს საგარეო. 

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მიმდინარე წლის,  3 მარტს შეიტანა.