კულინარიული გადაცემა “მასტერშეფის” დღევანდელმა გადაცემამ სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი კონკურსანტი კოკი კიწმარიშვილი ჟიურთან პასტა სოკოთი და ნაღებით გაიტანა, მაგრამ პასტას ცომი თავად შეგნებულად არ მოამზადა და ნაყიდი პასტას ცომით შემოიფარგლა, რადგან არ სურდა ეთერში დასვრილი ტანსაცმლით წარდგენილიყო.
მიზეზმა, რომ კოკის ფქვილით დასვრა არ უნდოდა ჟიურის გაოცება გამოიწვია, განსაკუთრებით კი ლუკა ნაჭყებიასი, რომლის რეაქციას სოციალურ ქსელში საკმაოდ ნეგატიურად აფასებენ და თვლიან რომ არ იყო საჭირო ლუკას მხრიდან ასეთი აგრესია საჭირო და ზედმეტი მოუვიდა, რადგან შეეძლო ჟიურს რომ უბრალოდ კონკურსანტისთვის ეთქვათ “არა”.
მაყურებელის ნაწილი თვლის კოკი კიწმარიშვილი ლუკა ნაჭყებიას მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა.
“მასტერშეფის” ეპიზოდის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ბულინგად მიიჩნია.
ცოტახნის წინ კი თავად შეფ ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მაყურებლის რეაქციას:
“ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც” – წერს ლუკა ნაჭყებია.
იხილეთ გასული სიუჟეტი :