ველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში – დავითულიანი

“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ეს კრიზისი პირველ რიგში ოპოზიციას აზიანებს. მისი თქმით, პარლამენტში გირჩს და პარტია მოქალაქეებს ელოდებიან.

“ქვეყანაში არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ქვეყნისთვის ჯამურად კარგი, თუმცა, თუ დავუკვირდებით პრაგმატული თვალსაზრისით, ეს კრიზისი პირველ რიგში აზიანებს ოპოზიციას. ამიტომ ჯობია დროზე გონს მოეგონ, გადმოდგან ნაბიჯები, რომელიც წაადგება ქვეყანას, დემოკრატიის განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში. ველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში”, – თქვა ბექა დავითულიანმა.

დღეს იაგო ხვიჩიას გირჩსა და ელისაშვილის მოქალაქეებს შორის კონსულტაცია შედგა. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მოიგებს, რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ამ შემთხვევაში მოითხოვონ.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს და საარჩევნო რეფორმაზე ხელს მოაწერს, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.