- “ჩვენ რომ არ გვქონოდა გავლენა საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ გვაქვს გავლენა ქვეყანაზე, ჩვენ ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც აქვს მასზე გავლენა და ისე ვმუშაობთ, რომ ისინი რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარონ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება” – აცხადებს კულება.
უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან იმ მტკიცებულებებს ელოდება, რომლითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.