” ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას მზად ვართ, პროცესში მონაწილეობისთვის”- აცხადებს, პარტია “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევას ელოდებიან.
“ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას. მზად ვართ, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომელსაც ჰქვია საზოგადოების გამთლიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ოღონდ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ ან ორ კვირაში შეიძლება გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში, მაგრამ, აუცილებელია, დავიწყოთ პროცესი.
შევთანხმდეთ ფორმატზე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის პრიორიტეტები დავაყენოთ წინ და არა პარტიული ან სუბიექტური სიმპათია ან ანტიპათია”, – ამბობს ჯაფარიძე.