რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი “მკაფიო ფორმულირებით” გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, Unian-ი “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით ავრცელებს. პესკოვის თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, არ ჩქარობს რეაგირებას.
“მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში უკრაინულმა მხარემ მიიღო დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი კიევის მხარეზეა, მოსკოვი პასუხს ელოდება. “, – განაცხადა პესკოვმა.