“ველოდები, რომ ამ კვირაში საქართველოს გადაეცემა კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ცხადია, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირის წევრობა, არამედ მთავრობისგანაც ძალიან ძლიერი სიგნალია. ეს ძალიან პოზიტიურია და ჩვენი მხრიდან, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავეხმაროთ ქვეყანას რეფორმების გზაზე.
რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას უკრაიანასთან დაკავშირებით, ეს გამოწვევაა, ეს ხაზს უსვამს, რა გზით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს ერთიანობაა. ეს მოლაპარაკებების საკითხია და ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ვილაპარაკებთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბატონ ორბანთანაც. ევროპაში ბევრი შიდა გამოწვევა გვქონია, ვფიქრობ, ყველა გამოწვევას დავძლევთ”,
აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრიშიანის კარინში.