“უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდე ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთ დეტალი, როგორ უნდა შესრულდეს ნაწილი ამ პუნქტების, უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვს მოვაწერე ხელი საზაფხულო სესიის დანიშვნის განცხადებას, რამეთუ როცა გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვსაც გაუგებარია, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა.

ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ან პლენარულ სხდომაზე და ასევე ხელისუფლების მიერ, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი, არ გამოვა ასე. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%”

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.