“ეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას რესპუბლიკის მოედანზე და ზუსტად ასახავს მათ მმართველობას, მათ რეჟიმს, რომელსაც ორი “რული” აქვს და არსად არ მიდის. სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გამოხატავს მათი მმართველობის სიმბოლოა. მე გთხოვთ, თუ ველოსიპედს არ გავიტანთ, ერთი “რული” მაინც მოხსენით, თქვენ მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ! ერთი “რული” მოვხსნათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს”
თქვა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს უკავშირდება.