“ვენეციის კომისიას ეს თემა არ გაეგზავნება […] ამ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით ვიხილავთ, ხვალ კი ეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით მოხდება. არც არის გეგმაში, რომ ეს ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს – ერთადერთი მიზეზის გამო: ამ ნორმის მიღება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია. მისი პრევენციულობა აქტუალურია. ამაზე მეტყველებს იმ კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომელზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ გვაქვს. ამ ორგანომ იმ განცხადებების მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, რაც 18 სექტემბერს გაკეთდა”.
აცხადებს “კარვების კანონის” ერთ-ერთი ინიციატორი და მმართველი გუნდის დეპუტატი, გივი მიქანაძე.