„მივიღეთ გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხრიდან საჯაროდ მოვისმინეთ. მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა. ასევე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან და ასეთი თხოვნა მისგანაც მოვისმინეთ.
ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა“,
აცხადებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.