ჩვენი არგუმენტია, რომ 6 თვის ვადით არჩეული ცესკოს წევრი და ხუთი წლის ვადით არჩეული ცესკო წევრი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამ არის. ვენეციის კომისიას სწორება აქვს იმაზე, რომ ცესკოს წევრები ექვსი თვით ავურჩიოთ. შემდეგ წერს, რომ ექვსი თვე რომ გავა, წევრებს ვადა კი არ გავუგრძელოთ, არამედ ახლიდან ავურჩიოთ – ანუ ყოველ ოთხ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ატარო, აწარმოო განხილვა, კენჭისყრა და ასე შემდეგ.

ეს, რა თქმა უნდა, ხეირიანია ოპოზიციისთვის, რადგან ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე რეალური თავმჯდომარე ხდება და მივდივართ იქამდე, რომ “ნაცმოძრაობა“, “ლელო“ გვეუბნება, რომ არჩევნების ადმინისტრირება მათი პარტიულმა წარმომადგენელმა უნდა მოახდინოს – დიდი ბოდიში, მაგრამ ამის საშუალებას ვერ მოგცემთ“, 

ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის მისამართით გააკეთა.