”ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა ” – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ინიცირებული კანონპროექტები მოლაპარაკებების პროცესში უმძიმეს ფონს ქმნის.
„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და მეტი არაფერი. როგორც კი მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს უმძიმეს ფონს ქმნის ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებზე აუცილებლად მივალთ. ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“,-განაცხადა უდუმაშვილმა.