მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერავინ შეძლებს, ის და ალეკო ელისაშვილი ოპოზიციიდან გარიყონ.
“ვერავინ ვერ შეძლებს, რომ გაგვრიყოს ოპოზიციიდან, ოპოზიციის რიგებიდან გაგვრიცხოს, მითუმეტეს ის ხალხი, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც მხარდაჭერა. განცხადებებს გადახედეთ, ვინც გამოდიან, ძირითადად ეს არიან ევროპული საქართველოს ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცის წერვი, ჩვენ ვართ ქართული ოცნების დანამატი”, – თქვა ლევან იოსელიანმა.
“ევროპული საქართველოდან” დღეს ამ განცხადებას ლევან თარხნიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ ელისაშვილისგან მას შემდეგ რაც მან ორი კობახიძე აღმოაჩინა, არაფერი უკვირთ. მან ელისაშვილსა და იაგო ხვიჩიას ყოფილი ოპოზიციონერები უწოდა.