“ვერავინ შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას” – მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში ჩავიდა.

“ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას”,– თქვა მეუფე ნიკოლოზმა მოსკოვში, სადაც მის ნათესავს, ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს – დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაუხადეს.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ამის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად ტაძარში მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა.