“ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ” – რიჟვაძე ოპოზიციას

“ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ” – ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპოზიციას.

რიჟვაძემ გუშინ მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიში წარადგინა.დარბაზში რამდენჯერმე გაჟღერდა რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელიც. მთავრობის თავმჯდომარე სწორედ მამამისის სახელის ხსენებამ გააღიზიანა.

“უზრდელი და უსინდისო ხარ…სირცხვილია, რომ შენს ხელშია აჭარის მთავრობა…წადი, ექსპერტებს ელაპარაკე, ომი ვინ დაუწყო…”, – მიმართავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები რიჟვაძეს.რის შემდეგაც რიჟვაძემ ოპოზიციას მიმართა : აბა გამახსენე რას ვამბობდი მიხეილ სააკაშვილზე წეღან როგორც ამბობდით რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენდეთ რა ვთქვი, თქვე ჭორიკნებო… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ