ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კლინიკაში მოყვანილი იყო ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მკურნალობაც, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, დღეს, დილის 05:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ექიმმა.
გუშინ, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.