“აზოვსტალიდან” მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს – აცხადებს, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი. მისი თქმით< რუსი ტყვეების სანაცვლოდ, მარიუპოლის ალყაში მოქცეული ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე ,,ძალიან რთული მოლაპარაკებები” მიმდინარეობს.
,,გასაგებად რომ ვთქვათ: ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილ (საწოლს მიჯაჭვულ) მებრძოლზე, ეტაპობრივად ვმუშაობთ. გავცვლით 38-ს, შემდეგ გავაგრძელებთ. ამჟამად, 500 ან 600 ადამიანის გაცვლაზე საუბარი არ არის, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს”, – განაცხადა ვერეშუკმა.