ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანამ შეიძლება მისი “ინვალიდიზაცია” გამოიწვიოს.
მისი თქმით, შეუძლებლად მიაჩნიათ ექსპრეზიდენტის მკურნალობის გაგრძელება რუსთავის ციხეში.
“ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება, ქრონიზაცია. რაც შეეხება ვერნიკეს ენცეფალოპათიას, რომელიც განვითარდა შიმშილობის ფონზე და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე შომშილობა გახანგრძლივდა და ამან გამოიწვია, ეს სიმპტომატიკა, არსად წასულა, ისევ ადგილზე რჩება, ეს არის წამყვანი და ძალიან საშიში სიმპტომები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიზაცია და პაციენტის ინვალიდიზაცია. შესაბამისად, აქ უნდა იყოს მკურნალობა აუცილებლად ჩატარებული და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ეს შეუძლებლად მიგვაჩნია.
ისედაც, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადგილი ჰქონდა პაციენტის მოტყუებას, ასევე გასაჯაროებას ვითომდა კვების ფაქტების, ეს არის მისთვის სტრესული გარემო და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება იქ მკურნალობა და რეაბილიტაცია”,- განაცხადა ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.
მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია კეთილგანწყობილი გარემო, რათა მკურნალობა ეფექტიანი იყოს.
სახალხო დამცველის განცხადებით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ან რუსთავის ციხეში გადაყვანას.