ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დამიდასტურდა – კახა კალაძე

“ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დამიდასტურდა”- ამის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, აქტიურად საჯაროდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ჩანს.

“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!”, – წერს კალაძე.