“არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა ამ კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ ბოლო დღეებია და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში, უბრალოდ ვერ ვნახე, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს ვირუსის გადატანის შემდეგ კოვიდპასპორტი.  ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ჩუტყვავილასა და წითელას გადატანის შემდეგ, რომ ადამიანი აღარ ხდება არასოდეს ავად. შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ მეორედ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი საქართველოში უკვე 5 ათასს აღწევს. განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ”

აცხადებს, ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პალიტრანიუსის გადაცემაში.