საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მისი თქმით დღეს რამდენჯერმე ლოგინიდან ადგომაც ვერ მოახერხა. ამის შესხებ ადვოკატმა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევები, დღეს რამდენჯერმე იყვნენ შესული მასთან ოთახში იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და შესაბამისად, იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე. დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შესვლაც არის მისი მოთხოვნა”, – თქვა საძაგლიშვილმა.