საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიამ რეპრესიების შიში გააქრო.
“ნიკა უკვე გამარჯვებულია. რეალურად, ვერ გატეხეს. არამხოლოდ ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების, გააქრო შიში ზეწოლების, გააქრო შიში სხვადასხვა პირობითობების, რაც ამდენი წელი არსებობდა.
როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ ნიკა მელიაობას და მის სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი. მისი ბოლო თვეების საქციელი განსაკუთრებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს, მე ამაში დარწმუნებული ვარ”,– თქვა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, მელიას ადგილზე დაისვენებდა, თუმცა მას უკრაინაში დატვირთული ვიზიტი აქვს.