“ფარისევლობაა პოლარიზაციაზე საუბარი, როდესაც ზუსტად იცი, რომ მის დასასრულებლად თუ არა, განსამუხტად, გასაღები ჯიბეში გიდევს.
პიროვნილი ტრაგედიაა, რომ პოლიტიკოსი ვერ გრძნობს იმ ისტორიულ წამს, როდესაც მისი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში შეუძლია ახალი, უკეთესი მომავლის ფურცელი დაწეროს.
ქვეყნის ტრაგედიაა, რომ პრეზიდენტმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.
ისტორიას ხომ საბოლოოდ მხოლოდ მსგავს წამებში მიღებული გადაწყვეტილება რჩება”
ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს.