მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
ინფორმაციას მისი მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია Facebook–ზე ავრცელებს. “ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში”,– წერს ის.
ბოლო თვეების განმავლობაში მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.