ვერ დადის სწორ ხაზზე, რომ სინჯავენ, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება – ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის და უჭირს გადაადგილება.

“ადამიანი ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. ეს ხდება მარჯვენა მხარეს. კიდევ მზერა – რომ სინაჯვენ, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შთაბეჭდილებებია. ნორმალური რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი, რამდენად უშველის, მაგრამ ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, [ემპათიის] დასკვნიდანაც ჩანს”,– ამბობს ექსპრეზიდენტის დედა.

ცნობისთვის, გუშინ ცენტრმა “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მორიგი შემაჯამებელი დასკვნა წარადგინა და განაცხადა, რომ “გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად”.