ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა, მადლობა განათლების სამინისტროს – კობახიძე

,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვერ დაიძინებს, განათლების მინისტრს მადლობა რომ არ გადაუხადოს.

მისი თქმით, მინისტრმა კრიზისი შესაძლებლობად აქცია და ახალ რეალობაზე გადაწყობა რამდენიმე დღეში მოახერხა.

“გამოსვლის დროს მექანიკურად გამომრჩა, სამწუხაროდ განათლების სამინისტრო. ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინსტროს, განათლების მინისტრს. მე თვითონ ვარ განათლების სისტემის წარმომადგენელი მითუმეტეს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე დღეში მოახერხა განათლების მინისტრმა ახალ რეალობაზე გადაწყობა და მოახერხა დისტანციური სწავლების სისტემის შემოღება და რეალურად კრიზისი აქცია შესაძლებლობად”, — განაცხადა კობახიძემ.