დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბუსტერ დოზის შემოტანას იქამდე ვერ დაუჭერს მხარს, სანამ მოსახლეობის 40% არ იქნება აცრილი.
“დღევანდელი რიცხვით ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 11,7% და 18 წელს ზემოთ აცრილია მოსახლეობის 15,3%. სანამ 15,3%, ანუ მოზრდილი მოსახლეობის არ ავა გარკვეულ ნიშნულამდე, ჩემთვის ეს იქნება 40%, მანამდე არ მიმაჩნია, ვერ დავუჭერ მხარს ბუსტერული დოზის შემოტანას ქვეყანაში. ჯერ ის ხალხი უნდა მოვიცვათ მაქსიმალურად, ვისაც ეკუთვნის და უნდა 2 დოზით აცრილიყვნენ”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.