“ვერ ააშენებ სახელმწიფოს და ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს”- ასე ეხმაურება, იურისტი თამარ გურიჩიანი, “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ ისინი ემიჯნებიან Tbilisi Pride-ს და დაგეგმილ ღონისძიებებს, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას უწოდებენ.
”ვერ ააშენებ სახელმწიფოს და ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს. არ არსებობს ისეთი საერთო სიკეთე, რომლის მისაღწევადაც ადამიანის დაჩაგვრა და უგულებელყოფა დასაშვებია, მით უმეტეს იმ ადამიანის, ვინც უკვე გასრესილია უმრავლესობის მიერ.
ყველამ ვიცით, რომ 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1852 წლის 5 ივლისს ფრედერიკ დუგლასმა, თქვა ცნობილი სიტყვა: “რას ნიშნავს 4 ივლისი მონისთვის?” (What to the Slave Is the Fourth of July?) ამ დროისთვის მეცამეტე შესწორება (1865) ჯერ არ მიეღოთ და შავკანიანები ჯერ კიდევ მონობაში ცხოვრობდენ.
“რა არის ამერიკელი მონისთვის თქვენი 4 ივლისი? მე გპასუხობთ: დღე, რომელიც მას წელიწადის სხვა დღეებზე მეტად ანახებს იმ მძიმე უსამართლობას და სისასტიკეს, რომლიც მუდმივი მსხვერლიც თავად არის”.
“What, to the American slave, is your 4th of July? I answer; a day that reveals to him, more than all other days in the year, the gross injustice and cruelty to which he is the constant victim.”
რიონის ხეობის გადარჩენისთვის გამარჯვებას გისურვებთ, მაგრამ, გთხოვთ, დაფიქრდეთ, რას ნიშნავს თქვენი გამარჯვება სხვებისთვის.”- წერს თამარ გურიჩიანი.
ცნობისთვის, დღეს “რიონის ხეობის მცველებმა” გაავრცელეს განცხადება, რომ 250-დღიანი პრეტესტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეს, “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.
ვემიჯნებით პრაიდს, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა – რიონის ხეობის მცველები