ვერ ვითვლით მსხვერპლთა რაოდენობას, ასობით ადამიანი დაიღუპა – მარიუპოლის მერის მოადგილე

მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქი, რომელშიც 130 000 ადამიანი ცხოვრობს, თითქმის მთლიანად განადგურდა.

“ჩვენ ვერ ვითვლით მსხვერპლთა რაოდენობას, მაგრამ გვჯერა, რომ სულ მცირე, ასობით ადამიანი დაიღუპა. ვერ შევდივართ ცხედრების გამოსასვენებლად”,– აცხადებს ის.

მისივე ინფორმაციით, რუსული არმია ქალაქში მუშაობს მთელი თავისი იარაღით – არტილერიით, მრავალჯერადი რაკეტების გამშვები სისტემებით, თვითმფრინავებით, ტაქტიკური რაკეტებით და ცდილობს ქალაქის განადგურებას.

“უკრაინის არმია ძალიან მამაცია. ისინი ქალაქის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ რუსის ჯარები მეკობრეებს ჰგვანან, ისინი ჯარით არ იბრძვიან, უბრალოდ ანადგურებენ რაიონებს”, — აღნიშნავს ორლოვი.