ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს. რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან – პენტაგონი

“ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან” – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი ლორა კუპერი.

„ზამთარი იქნება ძალიან დინამიური დრო. ზოგიერთი ფიქრობს ზამთარზე, როგორც დასვენებისა და გადაწყობის დროზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან და რა თქმა უნდა ველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინ წაწევას“, – აღნიშნა ლორა კუპერმა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად ემზადება.

„მაგრამ მე შემიძლია დავადასტურო, რომ საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და მისი საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას. NASAMS-ი ამის ნაწილი იყო”, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.