შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ის ვერანაირ ნიშნებს რომ ვლადიმერ პუტინი შეჩერებისთვის მზად არის.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, დეესკალაცია მოხდეს დიპლომატიის მეშვეობით, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას და, რა თქმა უნდა, რუსული ძალების გაყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნების მცდელობას, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთისა და სხვების. თუმცა, გავიმეორებ, ჩემი გადმოსახედიდან, დიპლომატია მოითხოვს, ორივე მხარე კეთილსინდისიერად იყოს ჩართული დეესკალაციისთვის და მე ვერ ვხედავ ახლა ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის შეჩერებისთვის.” – განაცხადა ბლინკემა.