“დღევანდელი ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1.72. ვინაიდან, ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საფუძველს, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს”

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.