საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება, რადგან პრეზიდენტი ამ კუთხით, ,,სამაგალითო” უნდა იყოს და კანონი არ დაარღვიოს.
,,ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი, ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ მისულა, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა.