“ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო” – ინფიცირებული ჟურნალისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

“ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო” – ინფიცირებული რუსთავი2-ის  ჟურნალისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს სადაც აცხადებს რომ მას სახსრების და ზურგის ტკივილის გარდა სხვა არაფერი აწუხებდა

“ნორმალურად ვარ. ორი დღეა ტემპერატურა არ მაქვს. უცნაური სიმპტომები აქვს კოვიდს, რაც არ ვიცოდი და ყველა ის ადამიანი უნდა იყოს ყურადღებით, ვისაც შეიძლება ეს სიმპტომები ჰქონდეს. მქონდა ზურგის და სახსრების ტკივილი ასევე ფეხების ტკივილი..  მე ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო და არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ბევრი მწერს, რომ როგორ მივხდეთ რომ კოვიდია, თუ უსიმპტომო ხარ, რატომ მიხვედი ექიმთან და ა.შ.ექიმთან მივედი, რადგან ღამით მქონდა სიცხე და დილით, როგორც პროტოკოლია ვალდებული ვიყავი ცხელების ცენტრში მივსულიყავი. რომ წამოვედი, სიცხე უკვე აღარ მქონდა.ერთი რასაც ეპიდემიოლოგებთან მუშაობის პროცესში მიხვდი არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვეკეთოს პირბადე. როცა ვარკვევდით სად, ვისთან ვიყავი, აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ორივე ადამიანს გვეკეთა პირბადე, ყველა ის კონტაქტი გამოირიცხა. ნებისმიერ დროს პირბადის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მართლა გადავარჩენთ. დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე..”- განაცხადა ვიდეომიმართვაში თეონა ცხომელიძემ.

გუშინ, რუსთავი 2-ის თანამშრომელს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რის შემდეგაც, ტესტირება მთელ  ტელევიზიაში ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ჟურნალისტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.