პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ვერცერთ პათოლოგიას ექიმი ღმერთის გარეშე ვერ მოერევა, ამიტომ თითქმის ყოველდღე, ღამ-ღამობით ეკლესიაში დადიოდა.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პერიოდი ღმერთის ძალამ გადაალახინა.
“საერთოდ, ექიმობა ღვთისაგან ნაბოძებია. შეიძლება ადამიანმა სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე. სულ დგას შენ უკან. ბოროტებას ვერ აჯობებ და ბოროტება ხშირ შემთხვევაში დაავადებაა, თუ არ გიყვარს ღმერთი და არ გიყვარს პაციენტი.
ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. ვერ მოვერევით ვერცერთ პათოლოგიას, რომ არა ეს ღმერთის ძალა. როდესაც იყო არ შეიკრიბოთ, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ძალიან ძნელი იყო და ის არასდროს არ გვტოვებდა. მე პირადად, შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, ეს პერიოდი, მე პირადად, მან და მისმა დიდმა ძალამ გადამალახინა. არარსებობს უფლის გარეშე და განგების გარეშე არაფერი”,- თქვა რატიანმა პოსტივის ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველებმა ყველაფერი უნდა გადადონ და ერთმანეთი შეიყვარონ.