ვერ წარმომედგინა, რომ “ოცნება“ ფასეულობებზე უარს იტყოდა – გახარია

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ქართული ოცნება ფასეულობებზე უარს იტყოდა.

„რეალურად, მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, შეცდომებიც ბევრი იყო. მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდისაც. ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ “ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად მეორეხარისხოვანია, რომ არანაირი პრობლემა არაა, ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი გარემოა, რა მოხდა მერე, თუ ვიღაცასთან პასუხისმგებლობა გაიყავი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ხომ? მაგრამ არა“ ,- განაცხადა გახარიამ IPN-ის ცნობით.

მისივე განმარტებით, იაზრებდა, რომ მის გვერდით ბევრი ადამიანი დისკომფორტის ქვეშ იქნებოდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც დღეს ხდება.

“ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“, – აღნიშნა გახარიამ.