“ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ”- საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი აღმაშფოთებელია.
„შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება, ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“,- განაცხადა გახარიამ.