ვერ ხვდებიან, რა დღეში არიან, პატრონიც კი არ გამოუცვალეს საქმეს – ხიდაშელი ქართულ ოცნებაზე

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვერ აღიქვამს, თუ რა რეალობში ცხოვრობენ და წინამორბედების მსგავსად ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობს.

„ხელისუფლებაში, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან როგორშიც ივანიშვილია, როდესაც შეუძლიათ აიტანონ და ტოლერანტობა ჰქონდეთ იმის მიმართ, რაც „იმედის“ ეთერში ხდება ყოველდღიურად. ამ თვალსაზრისით ყველაზე შთამბეჭდავი იყო ლაშა ნაცვლიშვილის ის ცნობილი გამოსვლა. როდესაც ასეთ ამბებზე ტოლერანტობა გიჩნდება და შეგიძლია, დაუსჯელი დატოვო, პოლიტიკურ დასჯას ვგულისხმობ.

იქ უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ აღქმა აქვთ იმისი თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ. ისინიც, წინა ხელისუფლების მსგავსად, პარალელურ სამყაროს ქმნიან, მაგრამ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ეს პარალელური სამყარო არ მუშაობს. დეკემბერში გამოქვეყნებულ ფეისბუქის ანგარიშს მყისიერი რეაგირება, რომ არ მოჰყვა მათი მხრიდან და იგივე ინსტრუმენტებით რომ გააგრძელეს… რომ ხვდებოდნენ რა დღეში არიან, უკეთ გამკეთებელს ჩააბარებდნენ. პატრონიც კი არ გამოუცვალეს საქმეს“, – განაცხადა ხიდაშელმა ფორმულაზე.