“ცხადია, ვესაუბრებით სტრატეგია აღმაშენებელს და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. გამიხარდებოდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ან ენმ-სთან ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ, და თუ ამას არ აკეთებენ ენმ-სთან, თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობის ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი”.
აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.