ვესაუბრე ადამიანებს NDI-ში, ავუხსენი სიტუაცია, ბოდიშიც მოვუხადე – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ NDI ბოდიში მოუხადა შეგინების გამო. მისი თქმით, აუხსნა, რომ არ უნდა, პოლიტკორექტულობის გამო კამერების წინ იცვლებოდეს.

“სანდრო [რაქვიაშვილი] ნერვიულობდა NDI-ზე იმ დღევანდელ ჩემს გამონათქვამზე. ვესაუბრე ადამიანებს NDI-ში, ავუხსენი სრულიად ადამიანური სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა. საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშიც მოვუხადე.

ავუხსენი, რომ მე კამერების წინაშე ზუსტად ისევე ვცდილობ, მოვიქცე და არ მინდა, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტკორექტულობის მიმართ ვიცვლებოდე. თუ რამე ცუდად გავაკეთე, ყოველთვის ბოდიშის მოხდის პრობლემა არ მექნება. რაღაცნაირად ამოვწურეთ ჩვენი იმ დღევანდელი ინციდენტი. ფაქტობრივად, ყველაზე პროამერიკულ პარტიას როგორ შეიძლება გაუბრაზდეს ამერიკული ორგანიზაცია, არ მესმის”,– თქვა მან გირჩის გადაცემაში.

მანვე აღნიშნა, რომ კლიშეების გაუთვალისწინებლობა, რომელიც ტრადიციული იყო ქართული პოლიტიკისთვის, გამოადგება NDI–საც, გირჩსაც და პოლიტიკურ სპექტრსაც.

ცნობისთვის, 19 მაისს, იაგო ხვიჩიას დაბადების დღეს, ვახო მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩიამ NDI-სთან შეხვედრა გააცდინდეს.

”დღევანდელი დღე, გარდა იმისა, რომ შენი (იაგო ხვიჩიას) დაბადების დღეა, რა ვიცი… NDI-ის შეხვედრას ვაცდენთ, სანდრო რაქვიაშვილი წავიდა, ნერვიულობდა და მე ვთქვი, რომ NDI-ის დედაც ვატირე, მოდი, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ და არა, არ გამოვა, ამდენი ხანია დანიშნული გვაქვსო. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მხოლოდ სანდრო აღმოჩნდა და ის გავიდა NDI-სთან სასაუბროდ”,– თქვა მაშინ მეგრელიშვილმა.