საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება,” – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვეტერანების დაფასება არის მომავალზე ზრუნვა.