ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს –
პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი
აცხადევს რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
“ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსია იყო საკმაოდ ინტენსიური და საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება ალბათ რამდენიმე რამეზე: ის, რომ ეს უწყება იყო გასამიჯნი, ამაზე მგონი ყველა თანხმდება, რომ უნდა არსებობდეს ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუცია და ცალკე ინსტიტუცია, რომელიც იმუშავებს იმ გადაცდომებზე თუ დანაშაულებზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილი მუშაობდა. ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, ასე რომ აქ ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – ამბობს პაპუაშვილი.